დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოდან რუსეთში მომსახურების ექსპორტი 419%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოდან რუსეთში მომსახურების ექსპორტი 419%-ით გაიზარდა

31-10-2023 15:24:54

საქსტატის მონაცემებით გასული წლის განმავლობაში მომსახურების საექსპორტო მიმართულებებს შორის ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6% შეადგინა. პირველი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტის ზრდა ყველაზე მაღალი იყო. რეგიონის ქვეყნების გარდა ათეულში ვხვდებით ასევე აშშ-სა და საუდის არაბეთს.

მომსახურების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია.

  • რუსეთი - 981 მლნ დოლარი, ზრდა - 419%;
  • თურქეთი - 688 მლნ დოლარი, ზრდა - 88.4%;
  • უკრაინა - 327 მლნ დოლარი, ზრდა - 58.6%;
  • ისრაელი - 318 მლნ დოლარი, ზრდა - 119.8%;
  • აზერბაიჯანი - 306 მლნ დოლარი, ზრდა - 26.5%;
  • ბელარუსი - 266 მლნ დოლარი, ზრდა - 245.8%;
  • სომხეთი - 257.5 მლნ დოლარი, ზრდა - 265.9%;
  • აშშ - 243 მლნ დოლარი, ზრდა - 204.8%;
  • საუდის არაბეთი - 177.8 მლნ დოლარი, ზრდა - 110.7%;
  • ყაზახეთი - 176.8 მლნ დოლარი, ზრდა - 88.5%.

გასულ წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 123.9%-ით, 5 მილიარდ 703 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მომსახურებით ვაჭრობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, ექსპორტში პირველი ადგილი 3 მილიარდ 516 მილიონი დოლარით, მოგზაურობამ დაიკავა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს სატრანსპორტო მომსახურება 1 მილიარდ 201 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 21.1%) იკავებს, მესამე ადგილზე 597.2 მლნ დოლარით (შესაბამისად 10.5%) სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებაა. საექსპორტო ათეულში შედის ისეთი მომსახურებებიც, როგორიცაა, სამთავრობო და ფინანსური მომსახურება, კულტურული და რეკრეაციული, სადაზღვევო და მანუფაქტურული და სხვა.

2022 წელს მომსახურების ექსპორტი იმპორტს აღემატებოდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები