დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე მეტი - 125 ათასი ადამიანი წავიდა

2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე მეტი - 125 ათასი ადამიანი წავიდა

21-11-2023 14:30:49

2022 წელს საქართველოდან ემიგრაციული ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 125 ათას ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ  PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი. 

როგორ იცვლებოდა ემიგრაციის სალდო

2013 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და მან 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო4 -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია.

სხვა ფაქტორებთან ერთად 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა.

2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა, მიგრაციულმა სალდომ კი 16 ათასი შეადგინა. თუმცა 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (-26 ათასი).

2022 წელს ემიგრაციული ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 125 ათას ადამიანს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციული სალდოც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 55 ათას ადამიანამდე. რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი იყო.

მიგრაციული სალდო

2022 წელს მიგრაციული სალდოს ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. კერძოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრმა რუსმა, ბელარუსმა, უკრაინელმა და რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსვლა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა 97 ათასი შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (COVID-19-ის პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო წყარო: საქსტატი, PMC კვლევითი ცენტრის გამოთვლები მიგრაციული სალდო -7 ათასია

2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა 17%-ით შემცირდა და 669 ათასი ადამიანი შეადგინა.

სად მიდიან საქართველოს მოქალაქეები

2020 წლის მაჩვენებლით საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა, ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენს6. მიუხედავად მნიშვნელოვანი კლებისა, (42%), საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (258 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ემიგრაციის თვალსაზრისით ოდნავ შემცირდა, 75%-დან 64%-მდე. იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%- დან 27%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი - 3%-დან 7%-მდე.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ნაწილი ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, რომლებმაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დატოვეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები