„შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას.
2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს.
უახლესი