დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2 წელიწადში საქართველოს Fintech ასოციაციის წევრი კომპანიების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება - დავით კიკვიძე

2 წელიწადში საქართველოს Fintech ასოციაციის წევრი კომპანიების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება - დავით კიკვიძე

08-01-2024 17:00:00

2023 წელს საქართველოს ფინტექ ასოციაციას 10-ზე მეტი კომპანია დაემატა, თუმცა უახლოეს 2 წელიწადში კომპანიის წევრების რაოდენობის ზრდა 50-მდე იგეგმება.

„წელს განსაკუთრებით გავიზარდეთ. 10-ზე მეტი კომპანია შემოგვიერთდა. დღეს უკვე 29 კომპანიას მოვიცავთ. 

ვცდილობთ, რომ ჩვენი და ჩვენი წევრების რეპუტაციას გავუფრთხილდეთ და მხოლოდ პასუხისმგებლობიანი წევრები მივიღოთ ჩვენს რიგებში, რომლებიც რეალურად თანაბარი თამაშის წესებით და კონკურენციის პირობებში ოპერირებენ. 2024 წელს ჩვენი ზრდა გაგრძელდება და ცხადია, რომ კიდევ უფრო გავიზრდებით. ვარაუდი გაქვს, რომ უახლოეს 2 წელიწადში დაახლოებით 50 კომპანიას მივაღწევთ და ეს იქნება ალბათ ბაზრის ზღვარი, რადგანაც მეტი კომპანია ბაზარზე არც არის“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) 2019 წელს ტექ ინდუსტრიის ლიდერთა ჯგუფის მიერ დაარსდა. დაარსების დღიდან FIA არის განათლების, ინფორმაციისა და კავშირების გაზიარების პლატფორმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს შორის. FIA ხელს უწყობს ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების განვითარებას და სექტორში რეგულაციების მოდერნიზაციას, ინკლუზიურობისა და ინოვაციურობის მხარდაჭერას. ასოციაციის წევრები არიან ინოვატორები, ბაზრის ახალი მოთამაშეები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და ქმნიან მეტად მოქნილ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები