დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
15 ათასი ტონა ნედლეული გადავამუშავეთ, წარმოების მასშტაბს ვზრდით - ,,კულა"

15 ათასი ტონა ნედლეული გადავამუშავეთ, წარმოების მასშტაბს ვზრდით - ,,კულა"

22-11-2023 15:00:04

ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის მსხვილი ქართული მწარმოებელი კომპანია ,,კულა“  აქტიურად  მუშაობს ახალ ბაზრებზე გასასვლელად და წარმოების მასშტაბს წლიდან წლამდე ზრდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წელს ,,კულას" მიერ 15 ათასი ტონაზე მეტი  ნედლეული გადამუშავდა, წარმოებული პროდუქტების დასახელება კი 150-ს აღწევს.

ვანო გოგლიძის თქმით, გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად დიდ როლს ასრულებენ გლობალური გამოფენები, რომლის მეშვეობითაც ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ცნობადობა იზრდება.

SAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 12-14 ნოემბერს ,,კულას"  პროდუქცია წარმოდგენილი იყო ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში გამართულ გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show (PLMA).

,,ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე ვმუშაობთ. ჩიკაგოში გამართული  გამოფენა ამაში ძალიან დაგვეხმარა. .  50 დასახელების პროდუქცია წარვადგინეთ, რამაც დიდი მოწონება გამოიწვია.  საერთოდ, გლობალური გამოფენები კომპანიებს ექსპორტზე წარმატების მიღწევაში დიდ დახმარებას უწევს. უფრო მეტად იზრდება ცნობადობა და სანდოობაც, ყველა ასეთი გამოფენის მიღმა ახალი კავშირები და კონტრაქტებია. დაახლოებით 150 -მდე დასახელების წარმოება  გვაქვს. წელს 15 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადავამუშავეთ", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,კულა"  ექსპორტზე 26 ქვეყანაში გადის.
კომპანია ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.
 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები