დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
11 თვის განმავლობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6 600-ზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა

11 თვის განმავლობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6 600-ზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა

14-08-2024 11:00:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს - რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას, - ამის შესახებ აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს.

„კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6 683 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი - 3177 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1 330 - ქუთაისში, 1 145 - ბათუმში, 1 031 - ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6 683 სამართალდამრღვევიდან, 5 832 ფიზიკური პირია, ხოლო 851 - იურიდიული პირი.

4 142 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2 256 - მიკროავტობუსის, 277 - სატვირთო ავტომობილის, 8 - ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე, 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები