დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზუსტად 104 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა

ზუსტად 104 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა

24-07-2024 12:57:00

ზუსტად 104 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა, მისი მმართველი კი იასონ ლორთქიფანიძე გახდა!

საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, დადგა. კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ" დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 31 დეკემბერს მიიღო, თუმცა სახელმწიფო ბანკი, მთავრობის მიერ კანონის მიღებიდან 7 თვის დაგვიანებით, 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნა.

2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა. 2022 წელს კი, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გააციფრულა.

ასევე, სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს კი მისი სახელი მიენიჭა.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.

#24ივლისი #ეროვნულიბანკი #ეროვნულიისტორია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები