თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვია.
საკრებულოს წევრებს ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ უმასპინძლა, რომელმაც ინსტიტუტის საქმიანობის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დროს საკრებულოს დეპუტატებმა ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ფაგოთერაპიის ცენტრი დაათვალიერეს.
შეხვედრისას ზურაბ ჩიკვილაძემ საზოგადოებისა და მეცნიერებისთვის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 100 წლიანი ისტორია აქვს, ეს არის ინსტიტუტი, რომლისკენაც მომართული მსოფლიო ყურადღება საუკუნეა არ ნელდება. მსგავსი ინსტიტუტის არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ამჟამად მრავალი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. ადგილზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო ლაბორატორია. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი.
უახლესი
12 საათის წინ
2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა - მიზეზები