დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ზუმერი“ ფილიალების ქსელს აფართოებს

„ზუმერი“ ფილიალების ქსელს აფართოებს

18-04-2023 12:30:09

Business Insider Georgia-ს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერში“ განუცხადეს, რომ ინფლაციის შემცირების ფონზე პროდუქციაზე ფასების შემცირება დაიწყეს.
„ზუმერი“ იმპორტიორი კომპანიაა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კი გაცვლითი კურსის მკვეთრად შემცირება გვაქვს სახეზე, ჩვენს ფასებზეც სასიკეთოდ აისახა ეს ცვლილება. შედეგად სახეზე გვაქვს ფასების შემცირება“, - განმარტავენ კომპანიაში.

„ზუმერის“ განვითარების უახლოესი გეგმის თანახმად, კომპანია გაფართოებას აქტიურად განაგრძობს და წლის ბოლომდე ბათუმსა და გორში ახალი ფილიალებს გახსნის.

„ზუმერი“ მომხმარებელს არამხოლოდ ფილიალების, არამედ გამართული ი-ქომერსის მეშვეობით აძლევს  საშუალებას შეიძინოს მისთვის სასურველი ციფრული ტექნიკა. ორივე მიმართულებით მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა ერთნაირად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ორივეს მუდმივად და აქტიურად ვავითარებთ. 

საქართველოს მასშტაბით არსებულ 16 ფილიალს, უახლოეს მომავალში ბათუმსა და გორში ახალი ფილიალები დაემატებათ. გარდა ამისა, აღსანიშნია ფილიალების ინტერიერის განახლებული კონცეფცია, რომელსაც მომხმარებელი საერთოდ სხვა ეტაპზე გადაჰყავს და აძლევს საშუალებას მეტად სასიამოვნო და კომფორტული გახადოს პროცესი. ამ კონცეფციის ქვეშ „თბილისი მოლის“ „ზუმერის“ მაღაზია უკვე სარგებლობს პოპულარობით, რასაც ეტაპობრივად მოჰყვება სხვა ფილიალების განახლებაც“, - აცხადებენ „ზუმერში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ზუმერის“ ბიზნესის სტრატეგიის ერთ-ერთი უპირატესობა, რითაც ის ბაზარზე დაგროვილი გამოცდილებით ყოველთვის გამოირჩევა, მისი ლოგისტიკური მოქნილობაა. 

„ეს გამოცდილება კი გვეხმარება სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, ამით შევინარჩუნოთ სტაბილურობა მუდმივ ციკლში“, - აცხადებენ „ზუმერში“.

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ „ზუმერი“ ტრენდული ბრენდია, რომელიც თავის ამოცანას, ყოველთვის აქტუალური ბრენდები და პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს ზუმერულ ფასად, წლებია წარმატებით ართმევს თავს. 

„მეტიც, იმის გამო, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი და შესაძლებლობა ჰქონდეს, ჩვენთან ნიშური ბრენდების ასორტიმენტსაც კი იპოვით. ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს დიდ შესაძლებლობას აძლევს არჩევანის თვალსაზრისით. შეთავაზებული პროდუქტები თვისობრივად ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს და ყოველდღიურობაში აქტუალურია, მოთხოვნა თითოეულზე მაღალია“,  - ამბობენ კომპანიაში.

რაც შეეხება, სიახლეებს, რომელსაც „ზუმერი“ თავის მომხმარებელს შესთავაზებს - კომპანიაში აცხადებენ, „ზუმერის“ ვებ-გვერდი, მაისიდან განახლებული ფუნქციებით ჩაეშვება და კიდევ უფრო მოხერხებულს გახდის ონლაინ შეძენასთან დაკავშირებულ მთლიან ციკლს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ზუმერის“ ბრენდი მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მუდმივად მიჰყვება და ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს.

„სწორედ ამიტომ, როგორც აქამდე, ადამიანები ჩვენგან უნდა მოელოდნენ ამ დინამიკის შენარჩუნებას, როგორც პროდუქტებისა და ბრენდების ასორტიმენტისა და ფასების, ასევე ფილიალებსა თუ ი-ქომერსის საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიმართულებით მხოლოდ უკეთესისკენ სვლას, რასაც მუდმივად ვამყარებთ ჩვენი ქმედებებით“, - აცხადებენ „ზუმერში“. 

„ზუმერი“ ციფრული ტექნიკის ბაზარზე 2009 წლის ოქტომბერში ერთი მაღაზიით შევიდა და დღეს სმარტფონების, ციფრული ფოტოაპარატების, ლეპტოპებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელია და მომხმარებელს პროდუქციას დაბალ ფასად სთავაზობს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია 100%-ით ქართული ინვესტიციით შეიქმნა და 12 წლის წინ, ახალგაზრდა ანტერპრენერების სტარტაპი იყო, რომელიც წლების მანძილზე მსხვილ საცალო ქსელად ჩამოყალიბდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები