დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზოოპარკი ჟირაფების მისაღებად ემზადება, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ეწყობა

ზოოპარკი ჟირაფების მისაღებად ემზადება, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ეწყობა

16-03-2024 03:25:00

ზოოპარკი ჟირაფების მისაღებად ემზადება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ეწყობა, მზადდება ვოლიერები. საბოლოო გადაწყვეტილება და მეტი დეტალი, სექტემბერში გახდება ცნობილი.

„კვირა არ გადის, რომ ჟირაფებზე არ დაგვისვან კითხვა. გვიგზავნიან „ფეისბუქზე“ კითხვებს, პირადად მეც მწერენ. გვეკითხებიან ხოლმე, გვყოლია თუ არა ჟირაფი. რატომღაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ჟირაფები და ერთი სული აქვთ როდის ნახავენ ახალ ზოოპარკში“, - მზია შარაშიძემ.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები