დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 66 000 მასწავლებელია დასაქმებული

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 66 000 მასწავლებელია დასაქმებული

02-12-2024 11:45:00

2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 208 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.0 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.0 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11.0 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.3 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.7 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.8%) თბილისში სწავლობს.

2024 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 41.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.8 პროცენტით ნაკლებია. დაწყებითი განათლება მიიღო 56.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66.0 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები