დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზღვიდან თეფშზე - WEEKEND-ზე, რას სთავაზობს „ბარბატუსი“ სტუმრებს

ზღვიდან თეფშზე - WEEKEND-ზე, რას სთავაზობს „ბარბატუსი“ სტუმრებს

23-09-2023 14:40:09

ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი, - ამბობს Business Insider Georgia-თან „ბარბატუსის“ მფლობელი ლევან ახვლედიანი .

მისივე თქმით, „ბარბატუსის“ კონცეფციის მიზანი საქართველოში თევზის რესტორნების კულტურის განვითარებაა.

რესტორანი კვირის დღეების გარდა, მომხმარებელს უქმეებზეც საინტერესო მენიუს სთავაზობს. 

„განსაკუთრებით აქტიურია ჩვენთან დასვენების დღეები, რადგან რესტორანს ოჯახები სტუმრობენ. სპეციალურად ამ დღისთვის გვაქვს საბავშვო მენიუ და ვცდილობთ პატარებს ბავშვობიდანვე მივაჩვიოთ და შევაყვაროთ ზღვის პროდუქტები. მენიუშია ყაბაყის პიურე, სტაფილოს პიურე, რომელიც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე თევზის ბურთულები. მშობლები უკვეთავენ კრევეტს, რვაფეხას და თანდათან ზღვის პროდუქტებთან მიმართებით ბავშვების გემოვნებაც ყალიბდება“, - ამბობს ლევან ახვლედიანი.

ამასთან, „ბარბატუსის“ მფლობელი Business Insider Georgia-თან ასახელებს სამ მიზეზს თუ რატომ უნდა ესტუმროს მომხმარებელი WEEQEND-ზე: 

 

„პირველი - თევზი ყოველთვის ახალია, ფაქტობრივად, შავი ზღვის სანაპიროდან ყოველდღე ახალი პროდუქცია გვაქვს. მეორე, ის რომ ზღვაში დაჭერილი თევზის გემოვნური თვისებები განსხვავებულია, ხოლო მესამე მიზეზია ის, რომ თევზის კვების რაციონში შემოტანა, კრიტიულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვებისთვის, რადგან ის მინერალები, რასაც ზღვის პროდუქტები შეიცავს სხვა საკვებში არ არის“, - ამბობს ლევან ახვლედიანი.

ამასთან, როგორც „ბარბატუსში“ ამბობენ, ქვეყანაში თევზის მოხმარების კულტურა უფრო დაბალ დონეზეა ვიდრე სხვა პროდუქტების. ამიტომ ბრენდის მიზანია, თევზის კერძების პოპულარიზაცია, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი. ამ დროისთვის „ბარბატუსში“ 20 ადამიანია დასაქმებული. რესტორანს აქვს საერთო დარბაზი და ტერასა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები