დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობის ნაწარმით შესაძლოა, იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ - „ქართული ზეთისხილის“ კომპანია

ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობის ნაწარმით შესაძლოა, იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ - „ქართული ზეთისხილის“ კომპანია

01-05-2023 09:10:03

„ქართული ზეთისხილის“ კომპანიამ ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობა გაიხსნა.

როგორც Business Insuder Georgia-თან „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, სანერგე მეურნეობაში რამდენიმე სახეობის ზეთისხილის ნერგის გამოყვანა ხდება.

ბიზნესმენი საკუთარი მეურნეობიდან შემოდგმისთვის 0,5 მლნ ნერგის რეალიზაციას ვარაუდობს. 

რაც შეეხება სანერგე მეურნეობის მოწყობას, როგორც გიორგი სვანიძე აცხადებს, ამისთვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, სანერგე მეურნეობა ჯერ ნაწილობრივ, ხოლო სამომავლოდ სრულად შეძლებს იმპორტის ჩანაცვლებას.

„ანონსირებული „ქართული ზეთისხილის პირველი სანერგე“ უკვე რეალობაა! ჩვენი ძვირფასი ენთუზიასტების მიერ შექმნილი ზეთისხილის მწყობრი შეფოთლილი რიგები თვალს ატკბობს და უსაზღვრო სიხარულს აღძრავს!

სანერგემ ჯერ ნაწილობრივ, სამომავლოდ კი ალბათ სრულად უნდა შეძლოს იმპორტჩანაცვლება - მომავალი წლისთვის უკვე მილიონი ქართული ნერგის გახარებას ვვარაუდობთ; მიდის მუშაობა ზეთისხილის ისეთი ქართული ჯიშის გამოყვანაზე, რომელსაც მორწყვა არ დასჭირდება;

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილი გვაქვს 20-მდე სხვადასხვა ჯიშის შემოტანა თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, მაროკოდან და ტუნისიდან ენდემური კუპაჟების შექმნის მიზნით და ეს ჩანაფიქრებიც ამ სანერგის საექსპერიმენტო ბაზაზე უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

როგორც ცნობილია, გიორგი სვანიძის ინიციატივითა და მონდომებით ქვეყანაში პირველი ზეთისხილის ბაღები 7 წლის წინ გაშენდა. ბაღების გაშენების შემდეგ მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“. 

„ქართული ზეთისხილის" პირველი საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარეობს, რომელიც ქართულ–თურქული ინვესტიციით გაიხსნა და მის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო გაყიდვაშია. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, 

საქართველოში ზეთისხილის პლანტაციები, კახეთის გარდა, გაშენებულია ბაღდათსა და მარნეულში.
საწარმო ISO 22000 სტანდარტის მფლობელია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები