მიმდინარე წელს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემოწმდა 127 სახეობის საბავშვო სათამაშო, საიდანაც 50 სახეობის სათამაშოზე გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება.
ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზედამხედველობის სააგენტოს მეშვეობით საქართველოს ბაზარზე დაიწყო ისეთი პროდუქციის ზედამხედველობა და შემოწმება, რომლის რეალიზაციაც მანამდე ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ხდებოდა.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნია საბავშვო სათამაშოები, ასევე სხვადასხვა სახის სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტი, რომლის ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებასთან.
„2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 49 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75 ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც რეკომენდაცია გაიცა 26 პროდუქტზე“, - თქვა დავითაშვილმა.
აღსანიშნია, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირმუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებოცემენტის და ჭერის პროდუქტები)
ასევე, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორისაა გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები)
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა