ზანგეზურის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ალტერნატივა არ არის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალურმა დირექტორმა უფუკ იალჩინმა გააკეთა.
მისვე თქმით, თურქეთს ამჟამად ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით სტრატეგია არ აქვს.
„ამჟამად ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით არის გარკვეული პუნქტები. მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი დარეგულირდება, ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა აზერბაიჯანთან ამ დერეფნის გავლით.
იალჩინმა ასევე აღნიშნა, რომ BTK რკინიგზის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
„მიზეზიც, რის გამოც რკინიგზის ხაზი ამჟამად დაკეტილია რეკონსტრუქციას უკავშირდება. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ დღეში ორი მატარებლის გაშვებას, როგორც კი BTK ექსპლუატაციას დაუბრუნდება. მინიმუმ ორ თვეში“.
უახლესი