დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის სეზონზე  დაცული ტერიტორია 60 000- ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა - KASS LAND-ი

ზაფხულის სეზონზე  დაცული ტერიტორია 60 000- ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა - KASS LAND-ი

31-10-2023 09:00:42

2023 წლის ზაფხულის სეზონი KASS LAND -ის საქმიანობაში ძალიან აქტიური იყო. როგორც Business Insider Georgia- ს KASS LAND - დან აცნობეს,  სეზონის განმავლობაში 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა დაცულ ტერიტორიას.

უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორების თანაფარდობამ დაახლოებით 60%/40% შეადგინა.

„KASS DIAMOND RESORT-შიზაფხული საკმაოდ დატვირთული სეზონი იყო. დატვირთულობა გამოიხატებოდა როგორც დაცულ ტერიტორიაზე, ასევე ვილჰაუსების მიმართულებით. თუმცა დაცული ტერიტორია თავისი ექსტრემალური ატრაქციებით განსაკუთრებით იზიდავს ვიზიტორებს. 60 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, საიდანაც 60%- ს უცხოელები შეადგენდნენ, 40% ადგილობრივი ტურისტები იყვნენ“, - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, დაცული ტერიტორია ჩვეულებრივ იმუშავებს და ვიზიტორებს შეუძლიათ დაგეგმონ ზამთრის დღეების გატარება წალკის კანიონში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ულამაზესი დათოვლილი პანორამული ხედებით გლინტვეინთან ერთად.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები