ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტურისტული ობიექტი Reserve Resort Lagodekhi ( კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი), რომელიც გასულ თვეში გაიხსნა, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯავშნებს უკვე აქტიურად იღებს.
როგორც Reserve Resort Lagodekhi-ს გენერალურმა მენეჯერმა დავით ბერიძემ Business Insider Georgia-თან განაცხადა, ტურისტული ობიექტი 26 კოტეჯს, რესტორანს და 2 ღია აუზს აერთიანებს.
Reserve Resort Lagodekhi- ს აქვს 3 და 5 ადგილიანი კოტეჯები. მთლიანობაში ობიექტი 110 სტუმარზეა გათვლილი.
როგორც Reserve Resort Lagodekhi-ს მენეჯერი აცხადებს, ამ დროისათვის მოქმედებს გარკვეული აქციები. სტანდარტულად პატარა კოტეჯის ღირებულება 250 ლარი, ხოლო დიდი კოტეჯი 400 ლარი. აღნიშნული ფასი მოიცავს საუზმესაც.
მარტში Reserve Resort Lagodekhi 40%-იანი დატვირთვით იმუშავა.
„ზაფხულის ჯავშნები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. ქართველები უფრო ნაკლებად აქტიურობენ. ჯავშნები შემოდის აშშ-დან, გალფის ქვეყნებიდან, ევროპიდან, რუსეთიდან და სხვა“- აცხადებს ტურისტული ობიექტის მენეჯერი.
რაც შეეხება რესტორანს, დავით ბერიძის თქმით, ერთდროულად 80 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
„როდესაც ამინდი გამოვა ჩვენს სერვისებს დაემატება ბარი, ლაუნჯი და აუზი. გეგმაში გაქვს, რომ მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომაზე გათვლილი კურორტი არ ვიყოთ.ზამთარში აუზი დაიხურება. ჩვენს გარდა ფუნქციონირებს სხვა ობიექტებიც და მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა ყველა სეზონზე არის“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის მენეჯერი.
Reserve Resort Lagodekhi-ს პროექტში ინვესტიციამ 5 მლნ ლარი შეადგინა.
„კურორტს უნიკალურსა და მიმზიდველს მისი ადგილმდებარეობა ხდის, რადგან ის ლაგოდეხის ნაკრძალიდან 20 მეტრში მდებარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა“, - ამბობს დავით ბერიძე.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა