სარემონტო და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი ,,დომინო“ ახალ ტრადიციას ამკვიდრებს და მომხმარებლებს სთავაზობს სწორედ ის პროდუქციას, რაც მათთვის მიმდინარე სეზონზე აქტუალურია.
მაქსიმალური კომფორტის მოსაწყობად ,,დომინო“ ყველა მსურველს ეპატიჟება ფესტივალზე, სადაც 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider Gerogia-ს აცნობა, ფესტივალი ,,დომინოს“ ყველა ფილიალში 15-16 ივლისს მოეწყობა.
40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ ყველა პროდუქციაზე, რომლის ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: მცენარეებს მსურველები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ; 40%-მდე ფასდაკლება ბაღის ავეჯზე, სარწყავ სისტემებსა და კლიმატურ ტექნიკაზე გავრცელდება; ქოთნებზე 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 30%-მდე ფასდაკლება ბაღის ინსტრუმენტებზე, BBQ გრილებსა და საპიკნიკე პროდუქტებზე გამოცხადდა; 20%-მდე ფასდაკლება აუზებზე გავრცელდება.
,,დომინოს“ ფილიალებში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სასიამოვნო ზაფხულის გასატარებლად ყველა საჭირო და სასურველი ნივთი მოიმარაგონ. დავამკვიდრეთ ახალი ტრადიცია და მომხმარებლისთვის გადავწყვიტეთ ისეთი შეთავაზების გაკეთება, რაც მათთვის მიმდინარე სეზონზეა აქტიური. ზოგადად ხალხი მიჩვეულია, რომ ფასდაკლება ხდება არასეზონურ ნივთებზე. კომპანიამ გაითვალისწინა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ახლა წარუდგენს უამრავ პროდუქციას, რაც მათთვის ამ ეტაპზე არის რელევანტური და სასურველი. კომფორტული ზაფხულის მოსაწყობად ყველაფერზე, რაც კი შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს, ფასდაკლება გამოცხადდა. შესაბამისად, დიდ ინტერესს ველოდებით“, - ამბობს ,,დომინოს“ წარმომადგენელი.
ფესტივალის ფარგლებში არსებული შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ფილიალებში („ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. #2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი #25), ისე „დომინოს“ ვებგვერდზე. ონლაინ შოპინგის შემთხვევაში, „დომინოს“ კურიერები პროდუქციას საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი დომინო ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე ორ ფილიალსა და 60 000-მდე დასახელების პროდუქტს აერთიანებს საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისა და მებაღეობისთვის.
ჰიპერმარკეტს საშუალება აქვს, ერთდროულად ასობით მომხმარებელს მოემსახუროს რის საშუალებასაც როგორც დიდი სავაჭრო სივრცე, ისე ორივე ფილიალში 400 ავტომობილზე გათვლილი უფასო პარკინგი აძლევს.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია