დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის აქტიური სეზონი წარმატებული იყო - „ბაკურიანი ინნ“-ის კომერციული დირექტორი

ზაფხულის აქტიური სეზონი წარმატებული იყო - „ბაკურიანი ინნ“-ის კომერციული დირექტორი

14-09-2024 01:00:00

როგორი იყო ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელი ქვეყნებიდან აქტიურობდნენ ტურისტები და რა მოლოდინებია შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე, ამ საკითხებზე Business Insider Georgia სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-ის კომერციულ დირექტორს ნინა გაჩეჩილაძეს ესაუბრა:
 
როგორ შეაფასებდით მაღალი ტურისტული სეზონის შედეგებს „ბაკურიანი ინნ“-ის მაგალითზე?

ცნობილია, რომ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, წელს საკმაოდ აქტიური და ტურისტულად დატვირთული სეზონი იყო, რაც ბუნებრივია აისახა ჩვენი სასტუმროს საქმიანობაზეც. შესაბამისად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  წინა წლებთან შედარებით დატვირთულობის მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, საბოლოო ჯამში აქტიური სეზონი წარმატებულად დავხურეთ. 

ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობდნენ ტურისტები?

როგორც აღვნიშნეთ, ივლისი და აგვისტოს თვეში, მომართვიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  როგორც ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, ისე ჩვენთან მაღალი  მოთხოვნა ფიქსირდებოდა გალფისა და ყურის ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა  ასევე აქტიური იყო შიდა ბაზარი, მეზობელი ქვეყნები და ისრაელი, შედარებით ნაკლები მაგრამ მაინც გამოკვეთილად იყო ჩინეთი და ევროპის ქვეყნებიდან აქტივობა.

როგორია ტურისტების აქტივობის კუთხით  მოლოდინი შემოდგომის სეზონზე?

ბაკურიანის ლოკაციისათვის შემოდგომა ხასიათდება, დაბალი სეზონის მაჩვენებლებით და ჯავშნების რაოდენობა რა თქმა უნდა იკლებს, შესაბამისად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოთხოვნის გაზრდას, რის გამოც დაგეგმილია არაერთი ღონისძიება და აქტივობა. ამავდროულად, ვიწყებთ ზამთრის მაღალი სეზონისათვის მზადებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის სერისების, სივრცეების და მომსახურებების დამატებას, რათა ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული გარემო კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმრო „ბაკურინაი ინნ“-ში ამ დროისათვის ფუნქციონირებს 153 ნომერი,  450 ადამიანის განთავსების შესაძლებლობით, რაც შეეხება ფასებს, მოგეხსენებათ დამოკიდებულია, როგორც ოთახის ისე კვების კატეგორიაზე. მიმდინარე სეზონზე კი აღნიშნული ფასები იწყება 190 ლარიდან. სასტუმროში დასაქმებულია დაახლოებით 100 მდე ადამიანი და რა თქმა უნდა პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივებს, რომელთა გადამზადებასაც პერიოდულად თავად უზრუნველვყოფთ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები