ისრაელში არსებული ვითარების გამო, უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია, Wizz Air-მა განაცხადა, რომ თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.
„ჩვენ განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს და კონტაქტზე ვართ შესაბამის ორგანოებთან“,- თქვა ავიაკომპანიის სპიკერმა.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".
იგივე თემაზე:
„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს
ისრაელსა და საქართველოს შორის ფრენები განრიგის მიხედვით სრულდება
უახლესი