პოპულარული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries, შეკვეთების გაცემის ახალ პუნქტებს ხსნის და ავითარებს მის მზარდ ქსელს საქართველოში. პირველი ბრენდირებული პუნქტები უკვე გაიხსნა ქვეყნის დიდქალაქებში.
შეკვეთების გაცემის პუნქტები Wildberries-ის ბიზნეს-მოდელის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და მისი უნიკალური მახასიათებელი, რომელიც ამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას ბევრ კონკურენტისგან გამოარჩევს. 20 წლის წინ, კომპანიის დაარსებისას, მისი პროდუქციის ყველაზე დიდ კატეგორიას ტანსაცმელი წარმოადგენდა. იმ დროს მომხმარებლები არ იყვნენ კეთილგანწყობილები ონლაინ შოპინგის მიმართ და სურდათ, შეძენამდე მოესინჯათ ტანსაცმელი და უკან დაებრუნებინათ ის, რაც არ მოერგებოდათ. ეს არამხოლოდ Wildberries-ის სპეციფიკა, არამედ მისი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაც გახდა.
Wildberries-ის შეკვეთების გაცემის პუნქტები გამოსაცვლელი კაბინებით სწორედ ასეთი მომხმარებლებისთვის შეიქმნა და სწრაფადვე გახდა პოპულარული. დღეს Wildberries-ს 58,000-ზე მეტი შეკვეთების გაცემის პუნქტი აქვს შვიდ ქვეყანაში, რაც არც ერთ დიდ საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმას არ გააჩნია. Wildberries-ის შეკვეთების 90%-ზე მეტი სწორედ ამ პუნქტების მეშვეობით გაიცემა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს Wildberries-მა ტანსაცმლის გარდა ათობით სხვა პროდუქტის კატეგორია დაამატა – ელექტრომოწყობილობებით დაწყებული, ცხოველების პროდუქტებით დამთავრებული – შეკვეთების გაცემის პუნქტები კვლავ პოპულარულია, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც კურიერის ან საფოსტო მომსახურებაც ხელმისაწვდომია.
შეკვეთების გაცემის პუნქტები მოსახერხებელია როგორც კომპანიისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. მათ შეუძლიათ, მიიღონ შეკვეთა მათთვის ხელსაყრელ დროს, ისე, რომ არ მოუწიოთ კურიერის ლოდინი ან ნერვიულობა გზავნილის დაზიანებასთან ან დაკარგვასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე მარტივად პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია უშუალოდ შეკვეთების გაცემის პუნქტში. Wildberries-ისთვის კი შეკვეთების გაცემის პუნქტები ამცირებს როგორც მიწოდების, ისე დაბრუნების ხარჯებსა და ვადებს.
ახალ ქალაქებსა და ქვეყნებში გასვლისას, კომპანია შეკვეთების გაცემის პუნქტებს ძირითადად პარტნიორული მოდელით ავითარებს. ადგილობრივი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ შესაფერისი ფართები (50-70 კვ.მ.), სივრცეებს Wildberries-ის სტანდარტების მიხედვით აწყობენ – ბრენდირებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით. კომპანია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად, ამზადებს დეტალურ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გახსნან შეკვეთების გაცემის პუნქტები და რა არის ამისთვის საჭირო. როგორც წესი, ჩადებული ინვესტიციის ანაზღაურებას ერთ წელზე ნაკლები დრო სჭირდება. ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დამატებითი შემოსავალი, რადგან მათი ქალაქის მაცხოვრებლები სწორედ Wildberries-ის მეშვეობით ყიდულობენ პროდუქტებს.
პირველი შეკვეთების გაცემის პუნქტი თბილისში 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თებერვლის მონაცემებით Wildberries-ის პროდუქციის მიღება უკვე შესაძლებელია ახალციხეში, ახალქალაქში, ბათუმში, ქობულეთში და რუსთავში მდებარე პუნქტებში, რომლებიც ადგილობრივმა მეწარმეებმა გახსნეს. განახლებადი რუკის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ, სად იხსნება ახალი შეკვეთების გაცემის პუნქტები და სადაა შესაძლებელი მათი გახსნა სამომავლოდ.
ამჟამად, Wildberries-ის მიერ უშუალოდ შესყიდული და გაყიდული პროდუქციის წილი მინიმალურია. კომპანია სრულფასოვან ონლაინ სავაჭრო პლატფორმად იქცა, სადაც 1 მილიონზე მეტი მოვაჭრე ყიდის საკუთარ პროდუქციას. ყოველთვიურად, Wildberries-ს 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს შვიდი ქვეყნიდან. ასევე იზრდება საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებიც, რაც ნიშნავს, რომ გამყიდველი ერთ ქვეყანაშია, ხოლო მყიდველი – მეორეში.
უახლესი
40 წუთის წინ
SOLO-ს 3 მარტის შეთავაზებები მომხმარებლებს