ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში გამორჩეული კომპლექსი KASS LAND -ი ნებისმიერ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი ობიექტია, რომელსაც ქართველი და უცხოელი ტურისტები აქტიურად სტუმრობენ. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia- ს აცნობეს, ყოველდღიურად უამრავი ადამიანის მასპინძლობა უწევთ, თუმცა ,,ვიქენდი“ განსაკუთრებით დატვირთულია.
,,კანიონის დაცული ტერიტორია და სერვისები, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენი ვიზიტორების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60% უცხოელები არიან. დიდი აქტიურობა ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით უქმეები გამოირჩევა, რომელიც კვირის სხვა დღეებთან შედარებით, მეტად დატვირთულია. ობიექტს უქმეებზე მუდმივად 1000-1500 ადამიანი სტუმრობს. გვაქვს სპეციალური შეთავაზება სკოლებთან და ვმასპინძლობთ ექსკურსიებს, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს ტურებს ნებისმიერ პერიოდში“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, ზაფხულის სეზონზე დაცული ტერიტორია 60 000- ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა. დაცული ტერიტორია ჩვეულებრივ იმუშავებს და ვიზიტორებს ზამთრის სეზონის განმავლობაშიც მიიღებს.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი