VOLVO-ს საერთაშორისო კონკურსში Vista Competition 2024-ში „ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსმა გიორგი ბეგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიაგნოსტირება და პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრა - ეს იყო დავალება, რომელსაც მექანიკოსმა საქართველოდან თავი წარმატებით გაართვა. გიორგისთან ერთად, გუნდში“ ვოლვო ქარ აზერბაიჯანის“ მექანიკოსი რაუფ ხალილოვი იყო. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა „ვოლვო კავკასიის“ წარმომადგენელი სანდრო დოინიცინი.
Vista Competition-ს „ვოლვო ქარსი“ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში მონაწილეობისთვისმთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს მექანიკოსებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება დამოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.
გიორგი ბეგიაშვილი, „ვოლვო ქარსაქართველოს“ მექანიკოსი: „ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთ მნიშვნელოვანკონკურსში გამარჯვება. ეს ჯილდო ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე დაჩემი შრომა, ცოდნა კიდევ უფრო დაფასდა. თავად კონკურსი საკმაოდ მასშტაბურია დასიმულაციური დავალებაც რთული და კომპლექსური იყო. შესაბამისად, სიზუსტესა დადაკვირვებას მოითხოვდა. უნდა გვეპოვა პრობლემა, აღმოგვეჩინა ავტომობილისდაზიანებული უბნები. მხოლოდ ერთი ხარვეზის იდენტიფიცირება საკმარისი არ იყო, პრობლემა კომპლექსურად უნდა გაგვერკვია. დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტრესის მიუხედავად, დავალებას თავიწარმატებით გავართვით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებშიც შევძელით, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა“.
Vista Competition-ის პირველი, შესარჩევი ეტაპი, ონლაინ ჩატარდა და სხვადასხვა რეგიონიდანსაუკეთესო გუნდები შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რეგიონის (ევროპა, ახლოაღმოსავლეთი, აფრიკა) 30 ქვეყნიდან 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში მხოლოდ ოთხისაუკეთესო გუნდი გავიდა.
ფინალურ ეტაპზე გადასვლამდე გუნდებს სხვადასხვა სირთულის თეორიული და პრაქტიკულიდავალების შესრულება მოუხდათ. თეორიული ნაწილი მოიცავდა იმ მასალას, რომელიცმექანიკოსებს პროფესიულ ტრენინგებზე ჰქონდათ გავლილი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, კონკურსის მონაწილეებს სიმულაციური ამოცანა უნდა ამოეხსნათ. გიორგი ბეგიაშვილის გუნდმაორივე ნაწილში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი ბეგიაშვილს გამარჯვება თბილისში, „ვოლვო ქარ საქართველოს“ ოფისში მიულოცეს დასიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. „თეგეტას“ მენეჯმენტის გუნდმა მას მიღწეული შედეგისთვისმადლობა გადაუხადა.
გაგა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარიოფიცრის მოადგილე: „ვოლვოს“ კონკურსის პრიზიორობა უკვე ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას და იმას, რომ „ვოლვო ქარ საქართველოს“ პროფესიონალი და მაღალ დონეზე მომზადებული მექანიკოსები ჰყავს. Vista Competition აჯილდოებს მექანიკოსებს, რომლებსაცმოკლე დროში შეუძლიათ პრობლემის აღმოჩენა, სწორი დიაგნოზის დასმა დადაზიანების მოკლე დროში აღმოფხვრა. ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში ჩვენი გუნდისწევრის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შვედურ ბრენდსსაქართველოსა და რეგიონში ჩვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს“.
Vista Competition-ის ბოლო ეტაპი ტექნიკოსების გლობალური კონკურსი იქნება, რომელიც შვედეთში2025 წელს გაიმართება და ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონიდან გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. გიორგი ბეგიაშვილი ფინალური ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და დარწმუნებულია, რომწარმატებას ისევ მიაღწევს, რადგან დუბაიში მოპოვებულმა გამარჯვებამ მას დიდი მოტივაცია მისცა.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასისავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსადა აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესიმოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრულიმაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემითდისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველიკომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
უახლესი
14 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი