დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვის შეეხება სებ-ის საზედამხედველო სტრატეგია

ვის შეეხება სებ-ის საზედამხედველო სტრატეგია

14-08-2023 13:00:32

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური

დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების,

საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას. ამასთანავე, ორგანულ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბანკის საზედამხედველო სუბიექტებს ასევე დაემატა მიკრობანკი.

ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლსა და რისკების შემცირებას. პრუდენციული ზედამხედველობის რეჟიმი ორიენტირებულია მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრად ფუნქციონირებაზე.

პარალელურად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფარგლებშიც იმავე მიდგომების არსებობა, კერძოდ, შემუშავებული რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო პრაქტიკის დანერგვა, საშუალებას აძლევს მარეგულირებელ

ორგანოს უფრო მეტად გლობალურად და მასშტაბურად შეისწავლოს სექტორში არსებული პრობლემები და სექტორის მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომხმარებელზე მორგებული გარემოს გაუმჯობესებას.

აღნიშნული საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში, ეროვნული ბანკი საზედამხედველო სუბიექტებად მოიაზრებს საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებს: კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,

საკრედიტო კავშირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სესხის გამცემი სუბიექტი, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, მიკრობანკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს 2020 წელს დანერგილ პრაქტიკას და ამჟამად, ფინანსურ სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ, ახალ, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტს აქვეყნებს. 

2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის უფრო მეტი ჩართულობით წარმართა, მათ შორის, კითხვარის და შემდგომში საზედამხედველო სტრატეგიის პირველადი დოკუმენტის საკონსულტაციოდ გამოქვეყნების საშუალებით დაინტერესებული მხარეებისგან და სექტორისგან არაერთი საინტერესო მოსაზრება და რეკომენდაცია იქნა მიღებული.

საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზის, დაინტერსებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების, ნაკისრი ვალდებულებებისა და საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 5 ძირითადი საზედამხედველო პრიორიტეტი განსაზღვრა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები