დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვის ეკუთვნის საქართველოში კონიაკის მწარმოებელი TOP 5 საწარმო

ვის ეკუთვნის საქართველოში კონიაკის მწარმოებელი TOP 5 საწარმო

01-05-2023 14:10:39

ცნობილია, TOP 5 საწარმო, რომელიც საქართველოში ბრენდ კონიაკს დიდი მოცულობით აწარმოებს. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად  წარმოების მიხედვით 2021 წელს შემდეგი TOP 5 საწარმო გამოიკვეთა: 

  • შპს CAUCASIAN ALCO
  • შპს  Bolero & Company
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • სს სარაჯიშვილი
  • შპს ასკანელი ძმები

(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

სააჯარო რეესტრის მონაცემებით შპს CAUCASIAN ALCO-ს 100%-ს  ზურაბ ინასარიძე ფლობს. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა. 

შპს  Bolero & Company-ის 100% ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა. 

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა 100%იან წილს ზურაბ ჩხაიძე მართავს. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა. 

სს სარაჯიშვილს სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ელგუჯა ბუბუტეიშვილი, წევრი: გელა შენგელია, წევრი: თენგიზი ჯაფარიძე, წევრი: მარინა მალაზონია. კომპანიის გენერალური დირექტორი/წევრი: ზურაბ ბუბუტეიშვილია. განთავსებული კაპიტალი 10 353 989.13 ლარს შეადგენს.

შპს ასკანელი ძმები-ის 45%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი ფლობს, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები