დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ გახდება სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ვინ გახდება სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

22-06-2023 17:09:56

ამ წუთებში სებ - ის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელიც იმსჯელებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის საკითხზე.

18:00 საათზე, დაგეგმილ ბრიფინგზე სებ-ის საბჭო თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ამ დროისათვის სებ-ში სამი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია - არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და, ნიკოლოზ გაგუა. ცნობილია, რომ 2023 წლის დეკემბერში არჩილ მესტვირიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. .

ამასთან, ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია. მათგან სამი ვიცე-პრეზიდენტია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. ოთხი - ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი არააღმასრულებელი წევრები არიან. 

ამიტომ შესაძლოა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა დამატებით ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინონ, რომელიც სავარაუდოდ პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდება და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. 

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე ვეტო დაადო, შემდეგ კი პარლამენტმა დაძლია, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები