დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს TOP 5 კომპანიას, რომელიც საცალო ბაზარზე კოსმეტიკითა და პარფიუმით ვაჭრობს

ვინ ფლობს TOP 5 კომპანიას, რომელიც საცალო ბაზარზე კოსმეტიკითა და პარფიუმით ვაჭრობს

26-06-2023 10:00:36

Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით გამოიკვეთა TOP 5 კომპანია, რომელიც საცალო ბაზარზე კოსმეტიკითა და პარფიუმით ვაჭრობს. 

  • შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო
  • შპს პრესტიჟი
  • შპს ივერია ფრანსი
  • შპს ნავნე
  • შპს ორიფლეიმ ჯორჯია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო - 2008 წელს დაფუძნდა, რომლის 100%-საც ნიდერლანდებში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ეივონ ნეზერლენდს ჰოლდინგს“-ი ფლობს. 

შპს პრესტიჟი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიას ოთხი მფლობელი ჰყავს - დავით მედულაშვილი/საფრანგეთის მოქალაქე -25%; პაატა გიგაური - 25%,  გიორგი მედულაშვილ - 25% და ნინო ალიბეგაშვილი- 25%.

შპს ივერია ფრანსი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - ლერი ფხაკაძე - 60% და გოჩა ჯიხვაშვილი - 40%. 

შპს ნავნე - 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს დავით გიგაური- 50% და ეკატერინე ნადირაძე, 50%.

შპს ორიფლეიმ ჯორჯია - 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ნიდერლანდებში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ორიფლეიმ ჰოლდინგზ ბ. ვ. ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები