საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი ნაყინის მწარმოებელი კომპანია ცნობილია. (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ნაყინის მწაარმოებელი კომპანია გამოიკვეთა:
(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ლიდერი XXI 2006 წელს დაფუძნდა, კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - ტარიელ კახიძე - 50% და დავით კაშია - 50%.
შპს 4 ბროს, რომელიც ნაყინის მწარმოებელთა TOP 5-შია, 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიას პარტნიორთა კრება მართავს, ხოლო საწარმოს გიორგი გელაშვილი ხელმძღვანელობს.
შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ - 2008 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100%-ს სიმონ გროსი ფლობს, რომელიც გერმანიის მოქალაქეა. კომპანია ნაყინს „ლუკა პოლარეს“ ბრენდის ქვეშ ყიდის.
შპს აისი 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მესაკუთრე ჰყავს - გია ღვინიაშვილი - 20% ივანე გარსევანიშვილი - 20%, ჰამლეტი ყაზარაშვილი 20%; გურამი ბერიკაშვილი -40%.
შპს ქართუ-უნივერსალი 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს: თავმჯდომარე/წევრი: გიორგი თოფაძე, წევრი: გიორგი თედორაძე, წევრი: გიორგი ჭყონია, წევრი: გიორგი თოფაძე, წევრი: ლევან კავლელიშვილი, წევრი: ირაკლი თოფაძე. კომპანიის დირექტორია - გიორგი ჭყონია.
უახლესი