დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ღვინის მწარმოებელ TOP 10 საწარმოს

ვინ ფლობს საქართველოში ღვინის მწარმოებელ TOP 10 საწარმოს

15-05-2023 10:10:57

საქართველოში ყურძნის ღვინის მწარმოებელი ტოპ 10 საწარმო ცნობილია.

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თაანახმად წარმოების მოცულობის მიხედვით, 2021 წელს შემდეგი 10 საწარმო გამოიკვეთა:     

  • შპს GVMT Group
  • შპს გრუზვინპრომი
  • სს ბადაგონი
  • შპს  Bolero & Company
  • შპს კორპორაცია ქართული ღვინო
  • სს თბილღვინო
  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
  • შპს გრუზვინპრომი
  • შპს ქართული ღვინის სახლი
  • შპს ასკანელი ძმები

(რეიტინგი არ არის დალაგებული თანმიმდევრობით)

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია  შპს GVMT Group-ის  100% ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის ფედერაციის პასპორტს ფლობს. 

კომპანია შპს გრუზვინპრომის 100%  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Bolero & Company ფლობს, რომლის 100% ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე შპს GVMT Group-ის  100%-ს ფლობს. 

სააქციო საზოგადოება „ბადაგონის“ თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სალაყაია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრია: ელისაბედ ბაგრატიონი, წევრი: ვალერიან გორგილაძე და ქეთევან ჯაველიძე,

შპს  Bolero & Company-ის 100%-ის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი. 

შპს კორპორაცია ქართული ღვინოს - 100% დიმიტრი ნოზაძე ფლობს. 

სს თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორია - ზურაბ მარგველაშვილი, ერთპიროვნული პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი. განთავსებული კაპიტალი 843 708 ლარია. 

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ალექსანდრე ივანიშვილი,  წევრი: ეკატერინე დუგლაძე, დირექტორი - გოჩა გიოშვილი. 

შპს ქართული ღვინის სახლს ოთხი მფლობელ ჰყავს კახა ცისკარიშვილი 50.00000000% , პაატა კიკილაშვილი 25.00000000%,  შალვა კიკილაშვილი 12.50000000%, თამარ წერეთელი 12.50000000%. 

შპს ასკანელი ძმები - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი - 45%;  გოჩა ჩხაიძე, ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 55%. თავის მხრივ ასკანელი ვაინერი & დისტილერის 100% კვლავ გოჩა ჩხაიძე ფლობს. 

საქსტატისვე მონაცემებით, 2021 წელს საქართვეოში 2021 წელს ღვინისა და ღვინომასალის წარმოებამ 11 961.7 ათასი დეკალიტრი შეადგინა. მიღებული პროდუქციის ღირებულება 870 159.7 ლარი იყო.

2022 წელს ღვინისა და ღვინომასალის წარმოებამ 11 910.1 ათასი დეკალიტრი შეადგინა. მიღებული პროდუქციის ღირებულება 935 615.1 ლარი შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები