ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 452 773 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 22 639 063 ათასი ლარია.
2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 575 698 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 478 618 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 042 501 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 540 230 ათასი ლარია.
2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 992 465 ათასი დოლარია, ანუ 16 049 618 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB),
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა