დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვილჰაუსების შემდეგ, სექტემბერში წალკის კანიონთან სასტუმროს გახსნა იგეგმება -  KASS LAND-ი

ვილჰაუსების შემდეგ, სექტემბერში წალკის კანიონთან სასტუმროს გახსნა იგეგმება - KASS LAND-ი

16-07-2024 14:00:00

ვიზიტორების აქტივობა მიმდინარე თვეების მანძილზე მაღალია, - ამის შესახებ Business Insider Georgia- ს KASS LAND -იდან აცნობეს.

როგორც KASS LAND-ში აცხადებენ, ყოველდღიურად კანიონს 500 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, შაბათ-კვირას კი 1000 -ზე მეტი ვიზიტორი.

„მიმდინარე წელს KASS LAND-ს 30 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ტურისტების 60% უცხოელები შეადგენენ,ხოლო 40%-ს საქართველოს მოქალაქეები. „კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეებს. იგეგმება ახალი განთავსების საშუალებებისა და ატრაქციების მოწყობა. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო მიმდინარე წლის სექტემბრში გაიხსნება, სადაც განთავსებული იქნება სპა-აუზი და საკონფერენციო დარბაზები“, - აცხადებენ KASS LAND-ი.

წალკის კანიონის დაცულ ტერიტორიაზე უამრავ სანახაობასა და გასართობთან ერთად ფიჭვნარის პირას გაშენებული, სასტუმროს კლასის ვილჰაუსები მდებარეობს, რომლებიც 2-5 სტუმარზეა გათვლილი და იდეალურია მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად უქმეების გასატარებლად. როგორც აღმოჩნდა, დამსვენებლების დიდ ნაწილს შეადგენენ უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც KASS LAND-ის ვილჰაუსებს ხშირად სტუმრობენ.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები