როგორც „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რატი ტოკლიკიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ შატო მოიცავს ღვინის მარანსა და სადეგუსტაციო სივრცეს.
პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებისა და თიბისი ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
„შატოსა და სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული წესით დაყენებული ღვინის დეგუსტაცია. ასევე თონეში პურის ჩაკვრის მასტერკლასი, ფელამუშის მომზადება და ჩურჩხელების დამზადება“, - განაცხადა რატი ტოკლიკიშვილმა.
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შატოს გახსნიდან ერთი თვეც არაა გასული, ობიექტის სერვისზე მოთხოვნა უკვე გაჩნდა. „ძირითადი დამკვეთები არიან ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლებისთვის შატოში სტუმრობას ჯავშნიან. შატოში ვიზიტის საფასური ერთ პერსონაზე 35 ლარიდან იწყება და შემდეგ ღირებულება იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენი სახეობის ღვინოს დააგემოვნებს სტუმარი“, - ამბობს შატოს მფლობელი.
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე პირველი სივრცე ორი წლის წინ გაიხსნა. სასტუმროსა და კოტეჯებში ორი სტუმრის განთავსების ფასი საუზმით 200-დან 300-ლარამდეა.
უახლესი