კახეთში, მირზაანში მდებარე „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში შატო გაიხსნება, სადაც სტუმრებს ღვინის დეგუსტაციასა და ტრადიციულ კერძებს შესთავაზებენ.
როგორც „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რატი ტოკლიკიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, შატოს ექნება ღია და დახურული სივრცე, სადაც 40 სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. შატოს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებისა და თიბისი ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, 10 კოტეჯი, ორი დახურული აუზი და რესტორანი წყალზე, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა.
„მაისიდან სასტუმროს დატვირთულობა 70%-ია. ძირითადად გვსტუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა და 30%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ველოდებით ზაფხულის ჯავშნებს და ვფიქრობთ, ზაფხულის სეზონზე დატვირთულობა უფრო მაღალი იქნება. სასტუმრო მოთხოვნადია ყველა სეზონზე. თანდათან ვვითარდებით. გვაქვს ორი კოტეჯი და სასტუმროს 7 ნომერი, სადაც აივანზე ჯაკუზია. განსხვავებული სერვისია, რაც ხალხს იზიდავს. ასევე ღია ბარი წყალზე - 11 მაგიდაა წყალზე. მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები და კარგი მასპინძლობა“, - ამბობს რატი ტოკლიკიშვილი.
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე პირველი სივრცე ორი წლის წინ გაიხსნა. სასტუმროსა და კოტეჯებში ორი სტუმრის განთავსების ფასი საუზმით 200-დან 300-ლარამდეა.
უახლესი