View & More -ში 8 ნოემბერს 19:00 საათზე “ჩელეთის” ღვინის დეგუსტაცია გაიმართება!
მეღვინეობა „ჩელთის“ ამბავი მე-20 საუკუნიდან იწყება. 1900-იან წლებში მირიანაშვილების წინაპრებმა სოფელ შილდაში იმ დროისათვის ერთ-ერთი დიდი ღვინის მარანი სწორედ აქ ააშენეს და ღვინის დაწურვაც ტრადიციად ასე აქციეს.
დღეს „მეღვინეობა ჩელთის“ ბრენდს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ: აშშ, კანადა, გერმანია, იაპონია , რუსეთი, ინგლისი, ლატვია, ბელარუსი, ჩინეთი, ყაზახეთი.
„ჩელთიში“ თანამედროვე და ტრადიციული მეთოდების: ქვევრის, მუხის კასრის, ცისტერნისა და ბოთლში დავარგების ტექნოლოგიების შერწყმით იღებენ განუმეორებელ გემოსა და არომატს.
ამ არომატებმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია: 2019 წელს კი მეღვინეობა „ჩელთის“ საფერავი მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოთა შორის დასახელდა.
http://tkt.ge/View&More
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი