დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგეგმავთ მომხმარებელს ტანზანიაში საფარის საცხენოსნო ტურები შევთავაზოთ - Horsetours-ი

ვგეგმავთ მომხმარებელს ტანზანიაში საფარის საცხენოსნო ტურები შევთავაზოთ - Horsetours-ი

21-10-2024 15:00:00

ისეთ ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას, სადაც ჩვენი უშუალო კონკურენტები ჯერ არ არიან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა გაგოიძემ განუცხადა.

პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ 2025 წლიდან გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას.

„ჩვენი სამიზნეა იორდანია, ყაზახეთი. ასევე ვგეგმავთ აპლიკაციაში აფრიკის კონტინენტზე ტანზანიის საფარის ტურები დავამატოთ.  

წელს ძირითადი აქცენტი საქართველოზე გავაკეთეთ, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა  თუ გასულ წელს 20 ტური გვქონდა, წელს 80-მდე ტური განვახორციელეთ“, - განაცხადა პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა .

მისი ინფორმაციით, პლატფორმა უკვე ოპერირებს ყირგიზეთში და მალე თურქეთის საცხენოსნო ტურებიც აიტვირთება.

„ყირგიზეთის ბაზარზე შესულები ვართ და უკვე გვაქვს დაგეგმილი საცხენოსნო ტურები, მოთხოვნაც იყო. ჯერ გვაკლია მოქნილობა და მრავალფეროვნება, რადგან მოთხოვნაა რაღაც მიმართულებებზე, სადაც ჯერ ტურები არ გვქონია. ამიტომ პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ავითვისოთ ეს მიმართულებები, რათა მომხმარებელი არ დავკარგოთ.

თურქეთთან ყველაფერი შეთანხმებულია და მალე გამოჩნდება ჩვენს ვებგვერდზე ამ ქვეყნის საცხენოსნო ტურები“,- განაცხადა ლაშა გაგოიძემ.

Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის განვითარებაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია. პლატფორმაზე მუდმივად დასაქმებულია 5 ადამიანი, ხოლო საცხენოსნო ტურების ფარგლებში 50-ზე მეტი თანამშრომელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები