ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სსფ-ს პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა 2015 წელსაც იყო შეჩერებული და მალევე აღდგა.
„სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება. პროგრამის განახლებისთვის ჩვენ ალბათ უნდა დაველოდოთ ტექნიკურ მისიას, რომელიც ჩამოსულია ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს საკითხებზე, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეროვნული ბანკის საბჭო. მათი რეკომენდაციები იქნება განსახილველი და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პროგრამის განახლებაზე“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება