დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვფიქრობ, წელს რეკორდული, 5,2-5,3 მლნ-იანი მგზავრთნაკადით დავასრულებთ – თეა ზაქარაძე

ვფიქრობ, წელს რეკორდული, 5,2-5,3 მლნ-იანი მგზავრთნაკადით დავასრულებთ – თეა ზაქარაძე

01-04-2025 11:05:00

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია და 13 ახალი მიმართულება ემატება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, გარდა British Airways-ისა და easyJet-სა საქართველოს ავიაბაზარზე შემოდიან Transavia France, Edelweiss Air, Fly Khiva, Samair/Air Samarkand, Tezjet და Air Serbia.

„სიახლეები ბევრი გაქვს. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვეყოლება 8 ახალი ავიაკომპანია. იცით, რომ easyJet-იც იწყებს ოპერირებას, ასევე გვყავს ახალი კომპანიები, როგორიც არის Edelweiss და სხვა… სულ რაოდენობრივად არის 8 ახალი კომპანია, რომელიც წელს იწყებს ოპერირებას. ასევე ბაზარზე არსებული ავიაკომპანიებიც ზრდიან სიხშირეებს“, – აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

მისივე თქმით, აქტიურ სეზონზე აეროპორტი დღეში დაახლოებით 120 რეისს მოემსახურება.
„დღეში მაქსიმუმი 120 რეისია, რასაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის პერიოდში ველოდებით. ვფიქრობთ, რომ 2025 წელს რეკორდული მგზავრთნაკადით ჩავხურავთ. 2024 წელი დავხურეთ 4,7 მლნ მგზავრით და ვფიქრობთ, რომ წელს 5,2-5,3 მლნ მგზავრი გვეყოლება“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

ამავდროულად TAV Georgia აეროპორტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახლებას განაგრძობს:

„თვითმფრინავებისთვის ახალი სადგომები მოეწყო. გაფართოვდა „ტაქსი ვეი ეკო“, ასევე იცით, რომ აეროპორტში გაფრენის და მოფრენის სივრცე გაფართოვდა. 44%-ით გადიდდა გაფრენის ტერმინალი, ხოლო მოფრენის ტერმინალი 48%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგები აღარ გვაქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ გაქვს კომფორტული სივრცეები და შეგვიძლია არსებული ინფრასტრუქტურით 6,5 მლნ მგზავრს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები