დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვერავინ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას პრობლემას ვერ შეუქმნის, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ - პრემიერი ოპოზიციაზე

ვერავინ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას პრობლემას ვერ შეუქმნის, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ - პრემიერი ოპოზიციაზე

27-10-2024 12:33:00

ვერავინ ვერანაირი აქტით, ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას პრობლემას ვერ შეუქმნის. არავის არ აქვს დღეს ამის რესურსი. რისი რესურსიც ჰქონდათ 4 წლის წინ, იმის რესურსი საერთოდ გაუნულდათ. მათ შორის იმ პროცესების გამოც, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2021 წელს. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. შესაბამისად, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ. ეს არის მათი გადასაწყვეტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არ აღიარებას და არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადებას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი უკვე არის ლეგიტიმური და არავინ უნდა დაუპირისპირდეს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას.

„პარლამენტი არის უკვე ლეგიტიმური, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანო. ვინმე თუ გაბედავს და დაუპირისპირდება მილიონ ასოცი ათასი მოქალაქე. ვინმე თუ გაბედავს და დაუპირისპირდება მილიონ ასოცი ათასი ადამიანის მობილიზებულ ნებას, ამ შემთხვევაში ყველა მიიღებს საკადრის პასუხს.

ჩვენ გვაქვს ერთგვარი ტრაგიკული ვითარება, რომ 750 ათას ხმას საქართველოში იღებენ რადიკალური პარტიები. რომლებსაც წარსულში აქვთ უამრავი დანაშაული ჩადენილი და შესაბამისად, არ აქვთ რესურსი იმის, რომ სრულად აღიარონ ამ ქვეყანაში ინსტიტუტების ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები