Georgian Airways-ის ცნობით, ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს ვერ დაიწყო. კომპანია ამ საკითხზე სპეციალურ განხცადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს ვერ დაიწყო. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს გაყიდვების ოფისში: რუსთაველის გამზ. 12-ში და პარტნიორ სააგენტოებში.
ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
იგივე თემაზე:
გერმანიაში პირდაპირი ფრენების ფასი 295 ევროდან დაიწყება - Georgian Airways
უახლესი