თუ კი მთავრობა ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულ ინფრასტრუქტურას მხოლოდ 350 ჰა ესაჭიროება.
„ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰა ფართობია, თუ გადაწყდება კვლევების საფუძველზე ამ ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობა, დაახლოებით 350 ჰა გვჭირდება მხოლოდ. რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ექსპერტების, მსოფლიოში ცნობილი კომპანიების ჩართულობის შემდეგ, დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატის კითხვის პასუხად პარლამენტში გამოსვლისას.
თუმცა მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდეს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა ამ დროისთვის ორ ვარიანტზე მუშაობს, ესაა არსებული აეროპორტის გაფართოება ან ახალი აეროპორტის აშენება
„ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი დაუბრუნდება პანდემიამდელ მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენებს შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს: ერთია არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსები და გვაქვს მეორე ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე.
ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საუკეთესო არქიტექტორთა ჯგუფების შერჩევა, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყო 2024 წელს. მანამდე რა თქმა უნდა პროექტირებას დასჭირდება დრო.
ჩვენი ამბიციაა, რომ გავხდეთ რეგიონი საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არამხოლოდ პირდაპირ რეისებს არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდი ნაკადებსაც. ამ მიზნით მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი. რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი. მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალები“, – განაცხადა პრემიერმა.
უახლესი