დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაწარმოებთ მოლაპარაკებას თბილისსა და პეკინს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დასაწყებად - მარიამ ქვრივიშვილი

ვაწარმოებთ მოლაპარაკებას თბილისსა და პეკინს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დასაწყებად - მარიამ ქვრივიშვილი

16-12-2024 13:37:00

​ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დასაწყებად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ავიაბაზარზე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიის Air China-ს შემოსვლას ეხმიანება. 

„საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Air China დაიწყო. ავიაკომპანია ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დასაწყებად.

AIR CHINA მეორე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს. 36 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს“, წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები