რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი მოიცავს ახალ სახელებს და შეზღუდვებს ექსპორტზე, მათ შორის რუსულ ბრილიანტზე. ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტის შინაარსი ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა გაამხილა.
„ჩვენ ვასრულებთ მუშაობას სანქციების მე-12 პაკეტზე.
„ეს მოიცავს შავი სიის გაფართოებას, საექსპორტო შეზღუდვებს, მათ შორის რუსულ ბრილიანტზე, ნავთობის ფასის ზღვრის გამკაცრების ზომებს, ასევე მივიღებთ ზომებს სანქციების გვერდის ავლაზე“, - განაცხადა ბორელმა.
მანამდე ევროპარლამენტმა გააკრიტიკა ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო ანტირუსული სანქციების სიებში პირების შეყვანისას არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო და მოუწოდა პროფესიონალიზმისკენ პერსონალური სანქციების შემოღებისას.
დეპუტატები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ შეთანხმებას სანქციების მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივების ვადაზე.
უახლესი
28 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა