თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს.
„აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, არის მძიმე მდგომარეობაში. ვფიქრობდით, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, სამანქანო მოძრაობა მიწის ქვეშ ჩაგვეტანა გვირაბებში და ზედა სივრცე მთლიანად მწვანე პროექტად გაგვეკეთებინა, თუმცა კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ ბულვარზე განთავსებული ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას. რაც უდიდესი პრობლემაა, 100-წლოვანი ხეებია და მათი მოჭრა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ გადაწყდა საავტომობილო მოძრაობა უცვლელი დავტოვოთ და გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება საპარკე ავეჯი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.
„გარდა ამისა, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას. მათ შორის ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული „სამასი არაგველის მემორიალი“ იქნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო2 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი