უზბეკეთი გეგმავს საქართველოს საზღვაო პორტებში საზღვაო ტერმინალების, ასევე საწყობების მშენებლობას და გრძელვადიან იჯარას. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა სამთავრობო დელეგაციის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტის დროს.
ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს საზღვაო პორტებში საზღვაო ტერმინალების, ასევე საწყობების მშენებლობას და გრძელვადიან იჯარას, თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებას, ერთობლივ კვლევას და ინოვაციების გამოყენებას ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს უზბეკეთის ექსპორტ-იმპორტის ტრანსპორტირების მოცულობამ საქართველოს ფოთისა და ბათუმის პორტებით 864 ათასი ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი 72 პროცენტით მეტია 2021 წელთან შედარებით (503 ათასი ტონა).
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება