დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

02-06-2024 20:31:00

საქართველოში ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. როგორც Business Insider Georgia-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ქონის ვალდებულება გადავადდება 2026 წლის 1 იანვრამდე.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იგეგმებოდა. აღნიშნული თარიღი იყო პირობითი და ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა. 

„ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12-ში წერია, რომ „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“ და აღნიშნული კანონის შესაბამისადვე, საქართველოს მთავრობას 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიეღო „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების, ასევე, საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია (ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეოს საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური შემადგენლობით).

აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით,  მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები