დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნიკალური ღვინოები ,,ოქროს ფონდიდან“ - Schuchmann Wines-ის ახალი ტიპის შეთავაზება ქართული ბაზრისთვის

უნიკალური ღვინოები ,,ოქროს ფონდიდან“ - Schuchmann Wines-ის ახალი ტიპის შეთავაზება ქართული ბაზრისთვის

27-03-2025 14:00:00

კომპანია Schuchmann Wines Georgia-მ ქართულ ბაზარს მორიგი სიახლე შესთავაზა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარი  "ოქროს ფონდი" გახსნა და ამ ფონდში წლების განმავლობაში შენახული ღვინოების რეალიზაცია დაიწყო. Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეისათვის კომპანიის „ოქროს ფონდი“ 18 წლამდე დაძველების ღვინოებს აერთიანებს. ირკვევა, რომ "ოქროს ფონდი" Schuchmann Wines Georgia-ს დაარსებისთანავე შეიქმნა, რათა დაძველებული ღვინოების სოლიდური მარაგი გაკეთებულიყო. 

როგორც  ნუცა აბრამიშვილი აცხადებს,  Schuchmann Wines Georgia-ს "ოქროს ფონდის" ღვინოების რეალიზაცია ექსკლუზიურად, საცალოდ მოხდება. 

„Schuchmann Wines Georgia-ს “ოქროს ფონდის“ პროექტი დავიწყეთ მრავალი წლის წინ იმ მიზნით, რომ დავარგებულ და დაძველებულ ღვინოებს გამოვიტანდით, დაახლოებით 15 წლის შემდგომ. აქედან გამომდინარე ჩვენი ღვინოები უკვე არის 15-18 წლის ღვინოები. ძირითადად ეს არის წითელი საფერავის და ასევე საფერავისგან დამზადებული კუპაჟური ჯიშის ღვინოები. წითელ ღვინოს აქვს ძალიან მდგრადი და მაღალი სიცოცხლის უნარიანობა, გრძელი სიცოცხლის უნარიანობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთი დაძველებული ღვინო იხსნება ის არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან ძლიერი, ძალიან სხეულიანი და ძალიან საინტერესო და განსხვავებული, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება ძალიან სპეციფიკური გემოვნების მქონე მომხმარებელი.

ეს არის ახალი ტიპის შეთავაზება ბაზარზე, რომელიც რამდენიმე დღეა რაც დავიწყეთ და პირველ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Schuchmann-ის შატოში, კისისხევი Schuchmann-ის ღვინის ბუტიკსა და რესტორანში. შესაბამისად იმდენად ერთეული და მაღალი ღირებულების პროდუქტია, რომ მაღაზიებში მისი დისტრიბუცია არ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ღვინოს სპეციალური შენახვის პირობები სჭირდება და ჩვენთვის არის რისკი მისი ტრანსპორტირების, მისი გადაადგილების და ზოგადად მის მომხმარებლამდე მიტანას განსაკუთრებული პირობები სჭირდება. ის გაიხსნება სპეციალური ინსტრუქციის შედეგად. ბოთლი არის ძალიან ძველი და დამტვერილი. ის უნდა გაიხსნას სპეციალური ხელთათმანებით და შემდგომ მოხდება მისი დეკანტირება და აერაცია, ჩვენი მეღვინეების მიერ შემუშავებული წესის მიხედვით. აქედან გამომდინარე ამ ბოთლის გახსნა იქნება გამოცდილება და ის იქნება „გაცოცხლებული“. ის ჩანაფიქრი, რაც თავდაპირველად ჰქონდა მეღვინეს, ჩვენი მიდგომით მომხმარებლებს ვუჩვენებთ თუ რაოდენ ძვირფასი პროდუქტია დაძველებული ღვინო. ალბათ მის დაგემოვნებას სჭირდება განსაკუთრებული მოვლენა, განსაკუთრებული დღე, განსაკუთრებული თარიღი, რადგანაც ის არ არის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. ამიტომ ჩვენს რესტორანში შემოსულ სტუმარს, რომელიც რაღაცას აღნიშნავს გვინდა, რომ მაქსიმალური დღესასწაული მოვიწყოთ და განსხვავებულად დავხვდეთ Schuchmann-ის “ოქროს ფონდის“ ღვინოებით, - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა. 

 

 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები