უკრაინული გრივნა, მცურავ გაცვლით კურსზე გადადის.
გრივნა სამშაბათიდან „მართვად მოქნილ გაცვლით კურსზე“ გადავა, - ნათქვამია უკრაინის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
ქვეყნის ეროვნული ბანკის განმარტებით 20 თვიანი შეზღუდვის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ინფლაციის შენელებისა და გაუმჯობესებული გაცვლითი კურსის მოლოდინის საფუძველზე გადაიდგა.
კაპიტალის გადინების თავიდან აცილების მიზნით ომის პირობებში უკრაინამ გასულ წელს სავალუტო შეზღუდვები დააწესა და რეფინანსირების განაკვეთი 25%-მდე გაზარდა.
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნის ფიქსირებული კურსი დოლართან მიმართებით 29 გრივნას ნიშნულზე დააწესა, თუმცა გასული წლის 36 გრივნამდე გაზარდა.
2024 წლიდან უკრაინის მთავრობის მიზანია დოლართან მიმართებით გრივნა საშუალოდ 41.4 ნიშნულზე დაფიქსირდეს.
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი