დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში გაიმართება - რადას დეპუტატი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში გაიმართება - რადას დეპუტატი

06-11-2023 13:15:12

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის 31 მარტს გადაწყვიტა. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ისაუბრა.

„ვოლოდიმერ ზელენსკიმ გადაწყვიტა მომავალ წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტს“, - განაცხადა გონჩარენკომ ტელეკომპანია „ესპრესოს“ ეთერში.

მან დასძინა, რომ დასავლეთი არ ითხოვს კიევისგან არჩევნების ჩატარებას, გადაწყვეტილება განისაზღვრება იმ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რომელსაც პრეზიდენტის ოფისი ადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები