დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში - თბილისის მერია

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში - თბილისის მერია

07-05-2024 12:02:00

თბილისის მერიის განცხადება

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები