დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უდიდესი მადლიერების გრძნობა დაგვიტოვა არა თუ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნისთვის - მარიამ ქვრივიშვილი საბა კიკნაძეზე

უდიდესი მადლიერების გრძნობა დაგვიტოვა არა თუ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნისთვის - მარიამ ქვრივიშვილი საბა კიკნაძეზე

06-02-2024 10:41:00

უდიდესი მადლიერების გრძნობა დაგვიტოვა არა თუ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნისთვის, - ასე ემშვიდობება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელს საბა კიკნაძეს. 

საბა კიკნაძე, რომელიც 63 წლის ასაკში გარდაიცვალა წლების უკან მაშინდელ ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ქართული ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ ბევრი გააკეთა. შემდგომ იყო კერძო სექტორში და უკვე იქიდან მუშაობდა ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე. 

„ჩვენი უფროსი მეგობარი, მასწავლებელი, მრჩეველი და ძალიან ღირსეული ქართველი - საბა კიკნაძე აღარ გვყავს.

ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს, თითოეულ ჩვენგანს, თაობებს რომელთა გაზრდასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში საბას უდიდესი წვლილი მიუძღვის

დიდი პატივი, სიამოვნება და გამოცდილება იყო საბასთან ურთიერთობა.

უდიდესი მადლიერების გრძნობა დაგვიტოვა არა თუ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნისთვის, მუდმივი განვითარებისთვის, ჯანსაღი კრიტიკისა და უაღრესად ღირებული რჩევებისთვის, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ მრავალი გადაწყვეტილება მიგვიღია.

საბა, მადლობა და შეხვედრამდე“, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები